POLITICO: მარინ ლე პენი ზელენსკის ბრიუსელში შეხვედრას სთავაზობს

მსოფლიო ·

POLITICO: მარინ ლე პენი ზელენსკის ბრიუსელში შეხვედრას სთავაზობს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ლიდერი მარინ ლე პენი მზად არის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. ეს განცხადება ლე პენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საფრანგეთის ფინანსური დახმარების შეწყვეტას აპირებს. პარიზში სავაჭრო გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ლე პენმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ზელენსკისთან შეხვედრა „გამართლებული იქნებოდა“, რადგან უკრაინის დაფინანსების საკითხი ევროპაში დაპირისპირების მიზეზი ხდება.