POLITICO: ევროკავშირის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან, თუ ვინ წარადგენს ევროპას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში
მსოფლიო ·

დუბლინში შეკრებილი ევროკავშირის ლიდერები უკრაინის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელზე კვლავ ვერ თანხმდებიან. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს . ირლანდიის დედაქალაქში გამართული სამიტის დღის წესრიგში ეს საკითხი თავდაპირველად არც კი იყო გათვალისწინებული, თუმცა დიპლომატიური უთანხმოება უკვე შეხვედრის მთავარ თემად იქცა.