პიტ ჰეგსეთმა დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა

მსოფლიო ·

პიტ ჰეგსეთმა დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მას და მისი უწყების წარმომადგენებს შენიშვნა მისცა, „გაერთიანებული სამსახურის ქების მედალი“ გადასცა. „ჩვენ გვიყვარს ჯარისკაცები. ჩვენ გვიყვარს სტანდარტები. ყოჩაღ, რიგითო! განაგრძეთ, პატრიოტებო!“ - დაწერა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში.