ფინეთის თავდაცვის მინისტრი: “ფინეთის ნატო-დან გასვლა მოლაპარაკებების საგანი არ არის, რუსეთმა ეს იცის, ასეთი რამის შეთავაზებაც კი სრულიად აღმაშფოთებელია”

მსოფლიო ·

ფინეთის თავდაცვის მინისტრი: “ფინეთის ნატო-დან გასვლა მოლაპარაკებების საგანი არ არის, რუსეთმა ეს იცის, ასეთი რამის შეთავაზებაც კი სრულიად აღმაშფოთებელია”

ფინეთმა უარყო რუსეთის სავარაუდო მოთხოვნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ქვეყანამ ნატო უნდა დატოვოს. ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის განცხადებით, ფინეთის ალიანსის წევრობა მოლაპარაკების საგანი არ არის. „ასეთი საკითხები არავითარ შემთხვევაში არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. რუსეთმა ეს იცის. ასეთი რამის შეთავაზებაც კი სრულიად აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ჰაკანენმა.