ოდესის ოლქი: ჩორნომორსკზე რუსეთის ღამის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
მსოფლიო ·
დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანი ნგრევა განიცადა ოთხსართულიანმა ადმინისტრაციულმა შენობამ. ცეცხლი გაუჩნდა 2 გაჩერებულ ავტომობილს. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა გაზსადენი მილი, ასევე მიმდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადები და ფანჯრები. ერთ-ერთ ბინაში დაშავებული კაცი აღმოჩნდა ჩაკეტილი. მაშველებმა კარი გააღეს, მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მედიკოსებს გადასცეს.