NYT: რუსეთი NATO-ს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას კვლავ მოითხოვს
მსოფლიო ·

აბუ-დაბიში გამართულ დახურულ მოლაპარაკებებზე რუსულმა დელეგაციამ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს გადასცა დოკუმენტი, რომლითაც მოსკოვი NATO-ს პოზიციების 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას კვლავ მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, მიმდინარე კვირაში გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელია და კრემლი კვლავ 2021 წლის დეკემბრის ულტიმატუმს იმეორებს.