ნორვეგიამ, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზეზით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს იმ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა, რომლებსაც ქვეყანა უმასპინძლებს
მსოფლიო ·

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ქვეყნიდან გააძევებენ რუს და ბელარუს სპორტსმენებსა და მათ თანმხლებ პერსონალს, თუ ისინი ნორვეგიაში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად შესვლას შეეცდებიან. გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი სახელდება.