ნიუ ორლეანში ტანკერი სამგზავრო გემს შეეჯახა. დაშავდა 32 ადამიანი
მსოფლიო ·

ნიუ ორლეანში, მდინარე მისისიპიზე ტანკერი სამგზავრო გემს შეეჯახა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . შეჯახების შედეგად მდიდრული სამგზავრო გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა. მგზავრები გემიდან გადმოსვლას ცდილობდნენ, ათობით ადამიანი კი წყალში აღმოჩნდა. ნიუ ორლეანის მერის ჰელენა მორენოს განცხადებით, შემთხვევის შედეგად გემზე მყოფი ყველა ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდა. ნავსადგურის თანამშრომლებმა, მეხანძრეებმა და თვითმხილველებმა წყალში ჩავარდნილი მგზავრების გადარჩენა შეძლეს. მერმა მომხდარს „სასწაული მისისიპიზე“ უწოდა.