მოსკოვში ააფეთქეს უკრაინის ყოფილი პრემიერის პრესმდივნის ავტომობილი
მსოფლიო ·

13 ნოემბერს მოსკოვში, კიროვოგრადის ქუჩაზე აფეთქდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომლის მფლობელიც, რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქვეყნიდან გაქცეული და ძებნილი ნიკოლაი აზაროვის ყოფილი პრესმდივანი სერგეი ზავოროტნია. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ვინაობა არ დაუსახელებიათ. გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, თავდასხმა სწორედ სერგეი ზავოროტნიზე იყო.