მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის. "ამერიკელ წარმომადგენლებთან შევთანხმდით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე - ძალიან გვსურს, რომ ეს იყოს ნაბიჯები, რომლებსაც ამერიკასთან ერთად გადავდგამთ მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ამერიკულმა მხარემ იცის, რა შეიძლება იყოს ეფექტური რუსეთზე ზეწოლისა და უკრაინისთვის რეალური დახმარების გაწევის კუთხით.