Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა

მსოფლიო ·

Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა

კომპანია Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა. ინფორმაციას DW ავრცელებს . შეფერხება შეეხო Outlook-ს, Teams-სა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Copilot-ს. კომპანია დაზიანებული სერვერების მუშაობის აღდგენას ცდილობს. შეფერხების შესახებ ცნობები 74 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეფერხების პიკზე, აშშ-ში Downdetector-მა Outlook-ის მუშაობასთან დაკავშირებული თითქმის 130 000 შეტყობინება აღრიცხა.