მერცი: რუსეთს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე საუბარი სურს - ჩვენ ამაზე საუბარი არ გვჭირდება, ის არსებობს, ეს არის, კერძოდ, ნატო და ნატოს ევროპული ნაწილი

მსოფლიო ·

მერცი: რუსეთს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე საუბარი სურს - ჩვენ ამაზე საუბარი არ გვჭირდება, ის არსებობს, ეს არის, კერძოდ, ნატო და ნატოს ევროპული ნაწილი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე მოსკოვთან საუბარი საჭირო არ არის, რადგან ის უკვე არსებობს და ძლიერი ნატოთი არის წარმოდგენილი. მერცის თქმით, ჰელსინკის სამშვიდობო წესრიგი მხოლოდ მოსკოვმა დაანგრია. „რუსეთს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე საუბარი სურს. ჩვენ ამაზე საუბარი არ გვჭირდება, ის არსებობს. ეს არის, კერძოდ, ნატო და ნატოს ევროპული ნაწილი“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.