მედვედევი კაია კალასზე: სინამდვილეში, ის არავის სურს - არა იმიტომ, რომ ის ძლიერი მომლაპარაკებელია, არამედ იმიტომ, რომ ის სულელია
მსოფლიო ·

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება გააკრიტიკა. მედვედევის მტკიცებით, კალასმა ანდრეი გრომიკო მოიშველია და აღნიშნა, რომ ის ევროკავშირს უნდა წარმოადგენდეს, რუსებს კი „ის ამ პოზიციაზე არ სურთ“. „სინამდვილეში, ის არავის სურს - არა იმიტომ, რომ ის ძლიერი მომლაპარაკებელია, არამედ იმიტომ, რომ ის სულელია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ევროკავშირი ჯერ არც კი მოუწვევიათ [მოლაპარაკებებზე]“, - წერს მედვედევი.