მედია - უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და დონის როსტოვის საწარმოო ობიექტი იწვის
მსოფლიო ·

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დონის როსტოვში მდებარე საწარმოო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა და ხანძარი დაფიქსირდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხან “ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკაზე,რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და რომლის წლიური ნედლი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე 15 მილიონი მეტრიკული ტონაა.