მედია - რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის არმიის ოფიცერი ნატო-ს „მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში“ მსახურობდა

მსოფლიო ·

მედია - რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის არმიის ოფიცერი ნატო-ს „მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში“ მსახურობდა

აშშ-ის არმიის ოფიცერი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის დააკავეს, ადამიანის უფლებების სპეციალისტი იყო და ნატო-ს „მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსში“ მსახურობდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებენ. წყაროების განცხადებით, ეჭვმიტანილი - 41 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ბრენდონ ტაინერი - 10 ნოემბერს, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში დააკავეს; მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ბრიტანული მხარე მას ბრალს წაუყენებს.