მედია - მოსადმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანს დონალდ ტრამპის დრონით ლიკვიდაციის გეგმა აქვს

მსოფლიო ·

მედია - მოსადმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანს დონალდ ტრამპის დრონით ლიკვიდაციის გეგმა აქვს

ისრაელის დაზვერვამ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გააფრთხილა, რომ ირანს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირების დრონების გამოყენებით ლიკვიდაციის გეგმები აქვს, - ინფორმაციას Israel Hayom -ი ავრცელებს. ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ეს საფრთხეები იმ მთავარ ფაქტორებს შორისაა, რამაც თეირანთან მოლაპარაკებების საკითხში ტრამპის მიდგომის ცვლილება განაპირობა.