მედია: ბერლინში, მემარჯვენე კონსერვატიული გამოცემა Nius-ის მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ ჯულიან რაიხელტის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს
მსოფლიო ·

ბერლინში, შარლოტენბურგის რაიონში, გამოცემა Nius-ის მთავარი რედაქტორის, იულიან რაიხელტის კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ ავტომობილისთვის ცეცხლი განზრახ იყო წაკიდებული. სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის შესახებ მათ დაახლოებით ღამის ორ საათზე გამვლელმა შეატყობინა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მეხანძრე, რომელსაც ქუჩაში ხანძრის ჩაქრობისას მანქანა დაეჯახა.