მარკო რუბიო: საერთაშორისო სამართალი გლობალური ელიტისთვის საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტია
მსოფლიო ·

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა , რომ საერთაშორისო სამართალი გლობალური ელიტისთვის ნეიტრალური წესების ერთობლიობა კი არა, საკუთარი ინტერესების გასატარებელი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი უნივერსალური პრინციპების სახელით იყენებენ. „ამ გლობალური ელიტისთვის „საერთაშორისო სამართალი“ წესების ნეიტრალური ერთობლიობა როდია. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც უნივერსალური პრინციპების საბაბით საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენება.