კრემლში პუტინის შეხვედრა უიტკოფთან და კუშნერთან დასრულდა
მსოფლიო ·

კრემლში პუტინის შეხვედრა უიტკოფთან და კუშნერთან დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს . შეხვედრის მიმდინარეობისას პუტინმა ამერიკელ ოფიციალურ პირებს კონსტანტინოვკაში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზება შესთავაზა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი აკონტროლებს კონსტანტინოვკას და მზადაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული მისიის უსაფრთხოება. უიტკოფის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი ტყვეთა გაცვლა დარეგულირების პროცესში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს.