კანარის კუნძულებზე ერთ დღეში ჩასული მიგრანტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მსოფლიო ·

კანარის კუნძულებზე ერთ დღეში ჩასული მიგრანტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

კანარის კუნძულებზე ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის — 1 488 მიგრანტი ჩავიდა. კუნძულების მთავრობის მეთაურის, ფერნანდო კლავიხოს განცხადებით, უწყვეტმა ნაკადმა რესურსები ამოწურა, რის გამოც მან ევროკომისარ მაგნუს ბრუნერს გადაუდებელი ზომების მისაღებად მიმართა.