კაია კალასი: ჯერ ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რომ დავინახოთ, აქვთ თუ არა რუსებს მშვიდობის სურვილი
მსოფლიო ·

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ცეცხლის შეწყვეტა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ნებისმიერ მსჯელობას წინ უნდა უსწრებდეს. კალასის განცხადება დუბლინში ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ჩასვლისას, რომელიც ევროპის საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა. თავდაპირველად კალასმა დადებითად შეაფასა აშშ-ის წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობას.