ჯარედ კუშნერი - ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს რუსეთთან, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ - გაჩნდა იდეები, რომლებმაც შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს
მსოფლიო ·

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა განაცხადა , რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის მზადების პროცესში რამდენიმე ახალი იდეა გაჩნდა, რამაც შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ან ახალ წინადადებებად გადაიქცეს. „ჩვენი სამმხრივი შეხვედრებისა და პრეზიდენტ პუტინთან და ზელენსკისთან შემდგომი განხილვების შემდეგ, მე და სტივ უიტკოფი ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს რუსეთთან, უკრაინასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ.