ჯარედ კუშნერი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე - მხარეებს მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მიღწეული პროგრესი იმედის მომცემია
მსოფლიო ·

მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას უზარმაზარი შრომა დასჭირდა. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ორივე მხარის შეშფოთების მიზეზების გააზრების, შესაძლო გამოსავლის გზების გამოვლენისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის კუთხით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დასრულდა სამდღიანი ინტენსიური დიპლომატიური პროცესი, რომლის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საზარელი ომის დასრულება იყო.