ჯარედ კუშნერი: დახურული დისკუსიების მსვლელობისას რუსეთიც და უკრაინაც აცნობიერებენ, რომ ამ ომის შესაწყვეტად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭირო

მსოფლიო ·

ჯარედ კუშნერი: დახურული დისკუსიების მსვლელობისას რუსეთიც და უკრაინაც აცნობიერებენ, რომ ამ ომის შესაწყვეტად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭირო

რუსეთი და უკრაინა ომის დასასრულებლად „პრაქტიკული კომპრომისებისთვის“ მზად არიან, - ამის შესახებ ამერიკელმა მომლაპარაკებელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა. „პრესაში ორივე მხარის მაქსიმალისტური მოთხოვნების შესახებ ვრცელდებოდა ცნობები, რასაც თან ახლდა მკაცრი პოლიტიკური რიტორიკა. თუმცა, ჩვენი დახურული დისკუსიების მსვლელობისას ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ამ ომის შესაწყვეტად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭირო“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ სოციალურ ქსელ X-ში.