ჯარედ კუშნერი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ახალი იდეები გამოიკვეთა, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოს

მსოფლიო ·

ჯარედ კუშნერი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ახალი იდეები გამოიკვეთა, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოს

ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ მჭიდრო კონსულტაციებს განაგრძობს რუსეთთან, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, დისკუსიებისას რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, ზოგიერთმა მათგანმა კი შესაძლოა, მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოს.