ისრაელის პრემიერობის კანდიდატმა ნეთანიაჰუს შეთავაზებას ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ პოლიტიკური მანევრი უწოდა
მსოფლიო ·

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გადი ეიზენკოტი მოქმედი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებას, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ მორიგ პოლიტიკურ მანევრს უწოდებს. მისი თქმით, პარტიების, „ლიკუდისა“ და „იაშარის“ მომლაპარაკებლების ჯგუფები შეხვედრაზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ნეთანიაჰუსთან პოლიტიკური პარტნიორობა გამორიცხულია. ეიზენკოტი არ გამორიცხავს „ლიკუდთან“ ერთად კოალიციის შექმნას, თუმცა აცხადებს, რომ ეს ნეთანიაჰუს გარეშე უნდა მოხდეს.