ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა

მსოფლიო ·

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელისა და ღაზას ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში , ალ-მავასის ტერიტორიაზე „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სამირ აბუ იუნისი, დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სამირ აბუ იუნისი, რომელიც „რაფაჰის ბრიგადის“ ახლად დანიშნული მეთაური იყო, 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობდა.