ისმოდა განგაშის სირენების ხმა, სამხედროებს თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს - რა მოხდა დიდ ბრიტანეთში. აშშ-ის სამხედრო ბაზაზე
მსოფლიო ·

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს "არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობის“ გამო, თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს. დრონების აქტივობის გამო ბაზაზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.