ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება - თუ ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავს
მსოფლიო ·

ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება - თუ ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავს ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა. მისი თქმით, თეირანისთვის სულერთია, ვაშინგტონს მოლაპარაკებები სურს თუ ომი, თუმცა შეთანხმების მიღწევისკენ გზა გაიხსნება, თუ შეერთებული შტატები ირანის შვიდ პირობას მიიღებს.