EU ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ დაშვებისკენ მოუწოდებს

მსოფლიო ·

EU ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ დაშვებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაშვებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ღაზას სექტორში მომხდარმა წყალდიდობამ და ზამთრის მკაცრმა პირობებმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც გამოფიტული მოსახლეობის მდგომარეობა, გაზარდა საფრთხეები და გააღრმავა ადამიანური ტანჯვა.