გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

მსოფლიო ·

გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას ზამთრის დახმარების სახით დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. დახმარება მოიცავს ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების უზრუნველყოფას, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე. გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა დაფინანსება 13 ნოემბერს დაამტკიცა.