გამოკითხვა: მაკრონის საქმიანობას დადებითად ფრანგების მხოლოდ 14% აფასებს
მსოფლიო ·

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საქმიანობის მოწონების დონე 14%-მდე შემცირდა. ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-BVA-ს გამოკითხვის შედეგები მოწმობს . წინა გამოკითხვასთან შედარებით, მაკრონის რეიტინგი კიდევ ერთი პროცენტული პუნქტით დაეცა. აღნიშნულია, რომ ფრანგების 83% მის მუშაობას უარყოფითად აფასებს. Ipsos-BVA-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ბრიუს ტენტურიეს თქმით, პრეზიდენტის არაპოპულარობის დონემ იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც მანამდე ფრანსუა ოლანდის შემთხვევაში დასტურდებოდა.