ფაშინიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში რუსეთს სამჯერ ეწვევა
მსოფლიო ·

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა , რომ დეკემბერში რუსეთში სამ სამუშაო ვიზიტს გამართავს. „რუსეთში მოლაპარაკებებისთვის 3, 11 და 22 დეკემბერს ჩავალ და იმედი მაქვს, შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობებში მეგობრული ატმოსფერო შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან ერთად, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი. „სომხეთის მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო და კვლავაც არის სომხეთის მოქალაქეებისთვის ალტერნატივის შექმნა.