ევროპის 9 ქვეყანა: მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტს, ვგმობთ რუსეთის ზეწოლას

მსოფლიო ·

ევროპის 9 ქვეყანა: მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტს, ვგმობთ რუსეთის ზეწოლას

ისინი აცხადებენ, რომ სომხეთს დაეხმარებიან ეკონომიკური პარტნიორობის დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. ერთობლივი განცხადება 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა. განცხადებას ხელს აწერენ ესტონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია და პოლონეთი.