Euronews: ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების გუნდში იტალია და პოლონეთი დაამატეს - კაია კალასი სპეციალური წარმომადგენლის პოზიციისთვის იბრძოდა
მსოფლიო ·

Euronews-ის ინფორმაციით , ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპას ერთობლივი გუნდი წარმოადგენს. მასში საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო შევლენ. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა E3-ის ფორმატში მონაწილეობს. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭო, ევროკომისია და ნატო. გადაწყვეტილება ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ არაფორმალურ სამიტზე მიიღეს.