ესტონეთის პრემიერი - გრუ-ს დაკვეთით ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია - ვერ დაგვაშინებენ, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ვემზადებით
მსოფლიო ·

რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) დაკვეთით, ესტონური თავდაცვითი კომპანიის, Threod Systems-ის წინააღმდეგ 14 ნოემბრის ღამეს დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული რეაგირების წყალობით, მასშტაბური ზიანის თავიდან აცილება მოხერხდა. “თავდამსხმელები დაკავებულები არიან.