ემანუელ მაკრონი - თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებს და გადაწყვეტს, ყველაფერი შეუწყვიტოს უკრაინას, ის ევროპაში იზოლაციაში მოგვაქცევს
მსოფლიო ·

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით , თუ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის საფრანგეთს ევროპაში იზოლაციაში მოაქცევს. „თუ მარინ ლე პენი გადაწყვეტს, ყველაფერი შეუწყვიტოს უკრაინას, ის ჩვენ ევროპაში იზოლაციაში მოგვაქცევს. ის საფრანგეთის წინააღმდეგ იმოქმედებს“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ლე პენი იტალიელ მატეო სალვინის შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე მზადაა უკრაინას უღალატონ.