ედინბურგში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობა გააპროტესტეს
მსოფლიო ·

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა . მათ შოტლანდიის პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ცენტრების მშენებლობა გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები კაცობრიობას საფრთხეს უქმნის და დედამიწას ანადგურებს“.