დონალდ ტუსკი: პოლონეთი, თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო, უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ვეღარ შეიძენს

მსოფლიო ·

დონალდ ტუსკი: პოლონეთი, თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯების გამო, უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს  ვეღარ შეიძენს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა , რომ თავდაცვაზე მაღალი ხარჯების გამო, ვარშავა უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას PURL-ის პროექტის ფარგლებში ვეღარ შეიძენს. ტუსკის განცხადებით, მან ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს უკვე აცნობა, რომ პოლონეთი PURL-ის დაფინანსებაში მონაწილეობას ჯერ ვერ მიიღებს.