დიმიტრი პესკოვი - რუსეთს აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე ფინეთის ნატო-დან გასვლა არ მოუთხოვია

მსოფლიო ·

დიმიტრი პესკოვი - რუსეთს აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე ფინეთის ნატო-დან გასვლა არ მოუთხოვია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთს ფინეთის ნატო-დან გასვლის მოთხოვნა არ წაუყენებია. „ამის შესახებ არ ვიცი. არა, ეს საკითხი არ წამოჭრილა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ განხილულა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.