დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუ მათ ამის სურვილი აქვთ
მსოფლიო ·

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, როდესაც რუსეთი დარწმუნდება, რომ ევროპა მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, შესაძლებელი გახდება გაფართოებულ ფორმატში დიალოგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. „მას შემდეგ, რაც გავარკვევთ მათ რეალურ განზრახვასა და მზადყოფნას, ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესს, შესაძლებელი იქნება უკრაინის საკითხის მოგვარების თაობაზე გაფართოებულ ფორმატში დიალოგის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა პესკოვმა.