დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუ ევროპა უფლებამოსილ პირს იპოვის

მსოფლიო ·

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუ ევროპა უფლებამოსილ პირს იპოვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპასთან დიალოგისთვის მზად არის, თუ ბრიუსელი ამისთვის უფლებამოსილ პირს იპოვის, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, პუტინი ევროპასთან კონტაქტების გაწყვეტის ინიციატორი არასდროს ყოფილა. რუსეთთან დიალოგზე უარი თავად ევროპელებმა თქვეს. მისი თქმით, პუტინი ღიაა ნებისმიერი კონტაქტებისთვის.