„დემოკრატი“ სენატორები ილონ მასკს მოუწოდებენ, რომ ყველა დოკუმენტი შეინახოს, რომელიც უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შეზღუდვას უკავშირდება
მსოფლიო ·

„დემოკრატი“ სენატორები ილონ მასკს მოუწოდებენ, რომ ყველა დოკუმენტი შეინახოს, რომელიც უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შეზღუდვას უკავშირდება, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „დემოკრატი“ სენატორები გეგმავენ, რომ მაშინვე, როგორც კი იანვარში ახალი კონგრესის შემადგენლობა მუშაობას შეუდგება, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყონ.