CNN - ნიუ ორლეანში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რის შედეგადაც, 32 ადამიანი დაშავდა
მსოფლიო ·

ნიუ ორლეანში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რის შედეგადაც, 32 ადამიანი დაშავდა ნიუ ორლეანში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რის შედეგადაც, 32 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საკრუიზო გემი ნიუ ორლეანის პორტში იდგა, როდესაც მას ტანკერი დაეჯახა. შეჯახების შემდეგ საკრუიზო გემზე მყოფი მგზავრების ნაწილი მდინარე მისისიპიში აღმოჩნდა. ნიუ ორლეანის პორტის ცნობით, გემზე 197 ადამიანი იმყოფებოდა და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.