ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი - ბულგარეთი უკრაინას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან იარაღსა და სამხედრო მასალას აღარ მიაწვდის
მსოფლიო ·

ბულგარეთი უკრაინას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან იარაღსა და სამხედრო მასალას აღარ მიაწვდის ბულგარეთი უკრაინას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან იარაღსა და სამხედრო მასალას აღარ მიაწვდის, - ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პოზიცია ნათელია. ჩვენ ბულგარეთის შეიარაღებული ძალების საწყობებიდან იარაღსა და საბრძოლო მასალას აღარ გავცემთ. ეს მაშინვე ვთქვი, როგორც კი ჩვენმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო“, - განაცხადა რადევმა.