ბულგარეთი უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას წყვეტს
მსოფლიო ·

ბულგარეთი უკრაინის ევროპული დაფინანსების ახალ რაუნდში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა. ბულგარეთის პრემიერის თქმით, ოფიციალური სოფია უკრაინას შეიარაღებასაც აღარ გადასცემს. როგორც რუმენ რადევმა აღნიშნა, ახლა ბულგარეთი ჭარბი დეფიციტის პირობებში იმყოფება. გარდა ამისა, ქვეყანა შეიარაღების რეზერვებთან დაკავშირებით სირთულეებს განიცდის. შესაბამისად, არსებულ პირობებში ის უკრაინას ფინანსურ სახსრებს ვეღარ გამოუყოფს.