British Airways-ის თვითმფრინავი დაშვებისას კუდით დასაფრენ ბილიკს შეეხო - მომხდარის ამსახველი კადრები
მსოფლიო ·

შემთხვევა ხუთშაბათს, დილის 10:30 საათზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება Airbus A321 Neo ჰითროუს აეროპორტის მე-5 ტერმინალის ბილიკს. დაშვებისას თვითმფრინავი ირხევა, ბორბლების შეხების შემდეგ კი მისი კუდი ბილიკის ზედაპირს ეჯახება. ასეთ შემთხვევას ავიაციაში "კუდის დარტყმას“ (Tailstrike) უწოდებენ. ინციდენტის შემდეგ პილოტებმა დაშვების შეწყვეტისა და ხელახლა აფრენის გადაწყვეტილება მიიღეს. თვითმფრინავი საბოლოოდ აეროპორტში 10:49 საათზე დაეშვა. შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყო.