Bloomberg: აშშ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 5-ით და არა 25 ათასით შეამცირებს, როგორც ევროპელი ლიდერები შიშობდნენ

მსოფლიო ·

Bloomberg: აშშ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 5-ით და არა 25 ათასით შეამცირებს, როგორც ევროპელი ლიდერები შიშობდნენ

ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირება შესაძლოა ბევრად უფრო მცირემასშტაბიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ამას ევროპელი ლიდერები უფრთხოდნენ, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები 25 000-ის ნაცვლად, დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედროს გაყვანას ელიან. Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ აშშ-მა დადებითად შეაფასა NATO-ს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდა.