ბერლინსა და შტუტგარტში მილიტარიზაცია და განათლების დაფინანსების შემცირება გააპროტესტეს

მსოფლიო ·

ბერლინსა და შტუტგარტში მილიტარიზაცია და განათლების დაფინანსების შემცირება გააპროტესტეს

ბერლინში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა . აქციის მონაწილეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას, განათლების დაფინანსების შემცირებასა და მთავრობის სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია 22 აქტივისტი. საპროტესტო მსვლელობა გაიმართა შტუტგარტშიც.