ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში უკრაინის იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

მსოფლიო ·

ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში უკრაინის იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდის ოლქის რაკიტნოეს რაიონის დაბა პროლეტარსკში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოჯახი - ცოლ-ქმარი და მათი 24 წლის ქალიშვილი. კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. ამის შესახებ რეგიონის ოპერატიული შტაბი იუწყება. ბრიანსკის ოლქის კლიმოვის რაიონის სოფელ ჩუროვიჩში 76 წლის მამაკაცი დაიღუპა. რეგიონის გუბერნატორის, ეგორ კოვალჩუკის თქმით, ის ელექტროველოსიპედით გადაადგილდებოდა, როცა უკრაინული დრონი დაესხა თავს.